კორუნას უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლის სტიპენდიები

9 თებერვალი 2026

კორუნას უნივერსიტეტი, ესპანეთი იღებს განაცხადებს საზაფხულო სკოლის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2026 წლის 13-24 ივლისის პერიოდში.

 

სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში ფინანსდება პროგრამის საფასური, განთავსება, კვება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.


სტიპენდია არ ფარავს ფრენის ხარჯებს.

 

რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა:

 

  • შეავსოს სააპლიკაციო ფორმა
  • ჩაწეროს 1-2 წუთიანი სამოტივაციო ვიდეო, თუ რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში. (ვიდეო უნდა აიტვირთოს Youtube-ს პლატფორმაზე და ლინკი უნდა მიეთითოს სააპლიკაციო ფორმაში) 

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 თებერვალი, 2026.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს


სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, გთხოვთ აუცილებლად გვაცნობოთ.

 

გისურვებთ წარმატებას!