ზამთრის სკოლა სამედიცინო ინჟინერიაში - 2026

15 ოქტომბერი 2025

ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ავსტრია (University of Applied Sciences Upper Austria) სამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი აცხადებს აპლიკაციების მიღებას სამედიცინო ინჟინერიის ზამთრის სკოლაში (Winter School in Medical Engineering) შემეცნებით კურსებზე მონაწილეობის მისაღებად რომელიც გაიმართება 2026 წლის 26-30 იანვარს.

 

სასწავლო კურსის მთავარი თემა: ,,სამედიცინო სიმულაციები, ტელემონიტორინგი, ბიოპრინტინგი და მასალები”.

 

პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული იქნება სემინარები, ლექციები, გასვლითი ვიზიტები და სოციალური აქტივობები.  აღნიშნული კურსის ფარგლებში გაიცემა 2 ECTS კრედიტი. 

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიცინის პროგრამის ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (მაგ: V სემესტრი). მონაწილეობის მსურველები საჭიროა ფლობდნენ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე. 

 

მონაწილეობის საფასური შეადგენს 240 ევროს. საფასური მოიცავს სესიების, ლანჩებისა და შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ფრენისა და ცხოვრების ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნა უნდა გააგზავნონ მოცემულ მეილის მისამართზე: international@fh-linz.at. განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 2025 წლის 30 დეკემბერი.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან. გამგზავრებამდე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს- ir@cu.edu.ge 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს მოცემულ მეილზე: international@fh-linz.at

 

გისურვებთ წარმატებას!