2025-26 წლების ტენდენციები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და ინვესტორებისთვის

15 სექტემბერი 2025

13 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია - 2025-26 წლების ტენდენციები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და ინვესტორებისთვის.

 

ლექცია ჩაატარა ბრეტ უოტერსმა - სილიკონის ველის სამი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა. ამჟამად ასწავლის მეწარმეობას სტენფორდის უნივერსიტეტში და აქტიური ანგელოზი ინვესტორია.

 

ლექციაზე განხილული იყო შემდეგი თემები: რა ტენდენციები უნდა გაითვალისწინონ მსოფლიოს გარშემო სტარტაპის დამფუძნებლებმა და ინვესტორებმა? სესიის ფარგლებში, სპიკერმა ისაუბრა ძირითად ტენდენციებზე „სილიკონ ველის ხედვის“ ჭრილში. ლექცია ფოკუსირებული იყო გლობალურ მიმართულებებზე რამდენიმე განზომილებაში, მათ შორის კაპიტალის წყაროებსა და სტრუქტურებზე, ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და ბაზრის ტენდენციებზე.

 

შეხვედრა ინეტრაქციულ რეჟიმში წარიმართა.