კავკასიის უნივერსიტეტის მკლავჭიდის ჩემპიონატი 2026

11 ივნისი 2026

10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მკლავჭიდის ჩემპიონატი ჩატარდა.

 

შეჯიბრის დაწყებამდე საქართველოს მკლავჭიდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა გრიგოლ ზურაბიანმა მონაწილეებს ჩემპიონატის წესები გააცნო.

 

შეჯიბრი ჩატარდა სამ წონით კატეგორიაში (70კგ, 80კგ, 80+კგ) ყველა კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელზე და აფსოლუტ წონით კატეგორიაში გოგონებისთვის.

 

70კგ მარცხენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა გიორგი მიშველაძემ, მეორე ადგილი დაიკავა არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტმა გიორგი ჭიკაიძემ, მესამე ადგილი კი- ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ლუკა გოქაძემ.

 

70კგ მარჯვენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა გიორგი მიშველიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა  გიორგი ქართველიშვილმა, მესამე ადგილი კი- არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტმა გიორგი ჭიკაიძემ.

 

80კგ მარცხენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა დავით სუთიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ეკონომიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ცქიფურიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა-ვახტანგ არეშიძემ.

 

80კგ მარჯვენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა გიორგი მიშველიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ვახტანგ ტალახაძემ, მესამე ადგილი კი-ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა დავით სუთიძემ.

 

80+კგ მარცხენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა დავით სუთიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა საბა გიორგაძემ, მესამე ადგილი კი-ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ვახტანგ ტალახაძემ.

 

80+კგ მარჯვენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა საბა გიორგაძემ, მეორე ადგილი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ვახტანგ ტალახაძემ, მესამე ადგილი კი-ეკონომიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ცქიფურიშვილმა.

 

გოგონებში პირველ ადგილზე გავიდა მედიცინის სკოლის სტუდენტი მარიამ ჭკადუა.

 

საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ CU-ის ბრენდირებული საჩუქრები.

 

პირველ ადგილზე გასულმა მონაწილეებმა აღმართეს კავკასიის უნივერსიტეტის მკლავჭიდის ჩემპიონატის გარდამავალი თასი.