კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში, პოლონეთი (Adam Mickiewicz University, Poland) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან (Faculty of Political Science and Journalism AMU) შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: International Relations (Undergraduate)/ (Graduate); Journalism and Mass Communication (Graduate). კონკრეტული სალექციო კურსების შესამოწმებლად, გთხოვთ იხელმძღვანელეთ შესაბამისი დოკუმენტებით.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
 - კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
 - შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
 - EUROPASS CV
 - 1 სამოტივაციო წერილი
 - 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
 
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
 - იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი
 
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
 - კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
 - შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
 - აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროქტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!
