ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

18 თებერვალი 2026

4 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

კომისიის წინაშე 11 სტუდენტი წარსდგა.

 

დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

 

  • საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გამოწვევები და ეკონომიკური პერსპექტივები;
  • სადაზღვევო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში: საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები;
  • AI-ით განხორციელებული ავტომატიზაციის გავლენა შრომით ბაზარზე;
  • ტურიზმის ეკონომიკური გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე;
  • ქალის როლი შრომით ბაზარზე: ტენდენციები და გამოწვევები;
  • უმუშევრობა ახალგაზრდებში და უნარ-ჩვევების შეუსაბამებლობა - ემპირიული ანალიზი;
  • ფორმულა 1-ის შესაძლო ეკონომიკური სარგებელი და გამოწვევები საქართველოში;
  • ბაზრის სტრუქტურის გავლენა ფირმის მოგების მაქსიმიზაციის მეთოდებზე: საერთაშორისო და ქართული პრაქტიკის შედარება;
  • The psychology of inflation expectations: How expectations shape consumer behavior; Digital Banking Transformation: Risks, and challenges in Georgia;
  • The Role of Artificial Intelligence in Supporting a Circular Economy in Georgia: Implications on the Labor Markets.

 

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის  პროფესორი - ვანო ბენიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის პროფესორი - აზერ დილანჩიევი და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის მოწვეული ლექტორი - მინდია კაჭარავა.