გაცნობებთ, რომ ჯენჯოუს უნივერსიტეტი, ჩინეთი (Zhengzhou University) და აზიისა და წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაცია, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
მონაწილეობის წინაპირობა:
- ბაკალავრიატის/მაგისტრატურის დიპლომი
 - მაღალი აკადემიური მოსწრება
 - ავიაბილეთებზე და ყოველდღიურ ხარჯებზე პასუხისმგებლობის აღება
 
სტიპენდია ფარავს:
- სწავლის საფასურს
 - საცხოვრებლის ხარჯებს
 - აეროპორტიდან ტრანსფერს
 
საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა
 - დიპლომი
 - ნიშნების ფურცელი
 - სასწავლო გეგმა ან კვლევითი პროექტი
 - 2 სარეკომენდაციო წერილი
 - IELTS სერტიფიკატი (მინიმუმ 6.5)
 - ცნობა ნასამართლობის შესახებ
 - ფორმა 100 (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ)
 
შენიშვნა: ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ივნისი, 2017 (ტაილანდის დროით)
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: auapscholarship@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
