კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2024 წლის გაზაფხულის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Business Administration Law | ინგლისური | 
- დარმშტატის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა | 1 სემესტრი | Bachelor of Business Administration MBA MSc Bachelor of Information Technology Bachelor of Electronics and Computer Engineering | ინგლისური | 
- ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Business Administration Law | ინგლისური | 
- FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Business Administration Tourism | ინგლისური | 
- სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Economics | ინგლისური | 
- ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| მაგისტრატურა | 1 სემესტრი | Law | ინგლისური | 
- კირილე და მეთოდიუსის უნივერსიტეტი ტრნავაში, სლოვაკია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Journalism PR and Communication | ინგლისური | 
- როვირა და ვირგილის უნივერსიტეტი, ესპანეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Tourism | ინგლისური/ესპანური | 
- ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Pedagogy Healthcare Management | ინგლისური | 
- კაუნო კოლეგია, უმაღლესი სასწავლებელი, ლიეტუვა
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Information Technology Electronics and Engineering Business Administration | ინგლისური | 
- შჩეჩინის უნივერსიტეტი, პოლონეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Psychology Sociology Economics | ინგლისური | 
- SMK გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | PR and Communication Journalism | ინგლისური | 
- კოდოლანი იანოშ უნივერსიტეტი, უნგრეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | European Studies International Relations Information Technology | ინგლისური | 
- რენის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა | 1 სემესტრი | Business Administration MBA | ინგლისური | 
- კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადემიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Information Technology Electronics and Engineering | ინგლისური | 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (არ მიიღება ენის ლექტორის მიერ გაცემული რეკომენდაცია)
Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია:
- საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - მეოთხე კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით;
- მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.
თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ ელექტრონულ მეილზე- ir@cu.edu.ge. ან, ეწვიეთ დეპარტამენტის ოფისს, მეორე სართული, B25.
