ერასმუს+ ის მობილობა აკადემიური პერსონალისთვის კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში, პოლონეთი

10 აპრილი 2025

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus +ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში, პოლონეთი,, მონაწილეობის მისაღებად.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიას.. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

  

პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/მობილობა არის ერთკვირიანი (5 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისთვის). ვიზიტის პროგრამა შემუშავებულია პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებულ ლექტორს

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge    

  

შერჩევის პროცედურა: 

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ Erasmus+ მობილობის პროგრამით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება;
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება  მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ir@cu.edu.ge.