გაცნობებთ, რომ გამოცხადდა სტუდენტების მიღება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივ სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ:
- სოფლის მეურნეობა
 - განათლება
 - ინჟინერია
 - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
 - სოციალური მეცნიერებები
 - ჰუმანიტარული მეცნიერებები
 - სამართალი
 - არქიტექტურა
 - საჯარო მართვა
 - მენეჯმენტი
 
იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება:
- უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
 - უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე
 - უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის
 - უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას
 
კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2020 წლის 3 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაცისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდს .  
