კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მაკა მახათაძესთან - IT Academy STEP Georgia-ს დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პროფესიული როლებისა და განათლების ტრანსფორმაციის საკითხებს.
მაკა მახათაძის პროფესიული გამოცდილება აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას. მისი საქმიანობა მოიცავს უწყვეტი ტექნოლოგიური განათლების მოდელის ფორმირებას - Junior აკადემიიდან პროფესიულ პროგრამებამდე, STEAM პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომით.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:
- პროფესიული როლების ცვლილება AI-ის განვითარების პირობებში;
- კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარები თანამედროვე შრომის ბაზარზე;
- განათლების სისტემის ადაპტაციის აუცილებლობა სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოსთან.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
