IAUP დირექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა

15 აპრილი 2021

15 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მონაწილეობა მიიღო IAUP დირექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრაში.

 

ეს იყო ორგანიზაციის 2021 წლის მეორე სხდომა, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში, დირექტორთა საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საქმიანობის ანგარიში და იმსჯელეს საპრეზიდენტო მმართველობის გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებზე. ასევე განიხილეს 2021 წლის ივლისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის დეტალები, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება და რომლის ფარგლებშიც საპრეზიდენტო მმართველობა არჩეულ პრეზიდენტსა და მისი სამდივნოს გადაეცემა.

 

2021 წლის ივლისში პირველად IAUP ისტორიაში აღნიშნული ღონისძიება და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ონლაინ ფორმატში გაიმართება.

 

ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორი მექსიკის სეტის უნივერსიტეტი იქნება. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" (IAUP) პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს.