საერთაშორისო კონფერენცია - RHEO-BIO-MED-2025

10 ნოემბერი 2025

კონფერენცია წარმოაჩენს სწავლა/სწავლების და კვლევებით მოძიებული ცოდნის შერწყმას და გაზიარებას. კონფერენცია  ორგანიზებულია ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ინსტიტუტის მიერ. აღნიშნულ კონფერენციაზე კავკასიის მედიცინის სკოლის ასისტენტ პროფესორი(აფილიაციის ფარგლებში), ექიმი რეზიდენტი რითმოლოგი/კარდიოლოგი წარსდგა მოხსენებით.

 

საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2025-ის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების კვლევითი უნარების განვითარება და დახვეწა, თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობის კვლევითი საქმიანობით დაინტერესება და კვლევებში ჩართვა. ბატონი გიორგი ბოკერიას მოხსენება შეეხებოდა კარდიოქირურგიაში ინოვაციური მკურნალობის მეთოდს " ხელოვნური პარკუჭის როლი ბოლო ხარისხის გულის დეკომპენსირებული უკმარისობისას. LVAD პირველი ოპერაცია საქართველოში 2024 წელს და მისი ქეის რეპორტი" ხელმძღვანელები პროფ ზაზა კაციტაძე, და პროფ. მაკა მანწკავა (სადოქტოროს თემის ხელმძღვანელი ასევე).

 

ბატონი გიორგის მოხსენებამ მიიღო უმაღლესი შეფასება ჟიურის წევრებისგან და როგორც ერთ_ერთი საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება Google Scolar-ის სამეცნიერო ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში.