საერთაშორისო გამოფენის დღე FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ავსტრია

22 ოქტომბერი 2025

კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტი, ნინი ხუციშვილი, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ავსტრიაში, FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფება.

 

14 ოქტომბერს უნივერსიტეტის Bad Gleichenberg-ის კამპუსში გაიმართა საერთაშორის დღე, სადაც სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამის მსვლელობისას მან ავტრიელ სტუდენტებს გააცნო საქართველო და კავკასიის უნივერსიტეტი, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ქვეყნის და კავკასიის უნივერსიტეტის პოპულარიზაციას. სტუდენტმა წარადგინა საინფორმაციო სტენდი, სადაც სტუმრებს ინფორმაცია გაუზიარა საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურის და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.