ირანის შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და RAQ Group-ის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 მაისი 2022

17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, უმასპინძლა ირანის შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და RAQ Group-ის დელეგაციას.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის შაჰაიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში, მორთეზა თაჰამიფურზარანდი, უცხო ენების და ლიტერატურის ფაკულტეტის სპარსული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი, ყოდრათოლაჰ თაჰერი, ასევე ირანის RAQ Group-ის დირექტორი, მასუდ არაბი, RAQ Group-ის ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ეჰსან მუსავი ხანყაჰ, სასწავლო დარგის ხელმძღვანელი, ვაჰიდრეზა მირაბი და RAQ Group-ის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორ, რეზა სადეყი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან: ბუბა ლეჟავა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ირენა მელუა, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი, მაია მუშკუდიანი, ტრენინგ ცენტრის გაყიდვების მენეჯერი, შოთა ნიჟარაძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამინ ნაგელიანი, პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს და განიხილეს დეტალები უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით, ასევე დაიგეგმა ტრენინგები და ერთობლივი ღონისძიებები.

 

აღსანიშნავია, რომ შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ირანში და მესამე ადგილს იკავებს ირანის 2500 უნივერსიტეტს შორის.