კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის, შემოსავლების სამსახურიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ორდღიანი, ინფორმაციული საჯარო ლექცია-ტრენინგი თემაზე: „ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმები და საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკა საქართველოში“.
ღონისძიება გაიხსნა კავკასიის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორის, თინათინ გიორგაძის, მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც აღნიშნა პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობა სტუდენტებისთვის და მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობისთვის.
ლექცია-ტრენინგის პირველ დღეს უძღვებოდა თეა გორგოძე, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის სერვისების განვითარების სამმართველოს მთავარ სპეციალისტი.
სპიკერმა დეტალურად განიხილა:
- ბიზნესის რეგისტრაციის ფორმები;
- საგადასახადო დეკლარირების პრინციპები;
- ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები;
- პრაქტიკაში გავრცელებული საგადასახადო სამართალდარღვევები და მათი პრევენციის მექანიზმები.
მეორე დღეს ლექცია წაიკითხა ნინო ოგნაძემ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს მთავარმა მებაჟე ოფიცერმა.
მისი სესია შეეხებოდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:
- საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა;
- საქონლის იმპორტის პროცედურები;
- იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზი;
- იმპორტის გადასახდელის დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრის პრაქტიკული მიდგომები.
ღონისძიება სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართა. მონაწილეებმა მრავალი კითხვა დასვეს, ხოლო სპიკერებმა ამომწურავი და პრაქტიკული პასუხები და რჩევები გასცეს. ორდღიანი შეხვედრა მნიშვნელოვანად დაეხმარება სტუდენტებს საგადასახადო და საბაჟო პრაქტიკის სიღრმისეულ გაგებაში და მათი მომავალი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში.
კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის სპიკერებს – თეა გორგოძეს და ნინო ოგნაძეს – თანამშრომლობისთვის, საინტერესო განხილვებისა და სტუდენტებისთვის გაზიარებული ღირებული პრაქტიკული გამოცდილებისთვის.
