საჯარო ლექცია თემაზე - განახლებადი ენერგიის გეოპოლიტიკა

24 ოქტომბერი 2025

23 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - “განახლებადი ენერგიის გეოპოლიტიკა”.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის, ირენა მელუას, სიტყვით გამოსვლით გაიხსნა. 

 

აუდიტორიას სიტყვით მიმართა ასევე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ევა ბერტრანდმა. 

 

ლექციას წარუძღვა ისტორიკოსი და ეკონომისტი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ევროკავშირის აგრიკულტურული პროექტების ხელმძღვანელი - პროფესორი კრისტოფ კორდონიე.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მსხვილი, ასევე განვითარებადი ეკონომიკების სტრატეგიების ჩამოყალიბების პროცესში. 

 

ლექციის თემატიკა შეაჯამა კავკასიის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თინათინ გიორგაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ კვლავ იგეგმება საჯარო ლექციები აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას გაიზიარონ გამორჩეული სპეციალისტების გამოცდილება და მიიღონ რჩევები საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.