კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა უმასპინძლა საჯარო შეხვედრას თემაზე - “Dare to Lead: The Grit Mindset”, რომელსაც უძღვებოდა პარის ნორისი - სათავგადასავლო გადაცემების წამყვანი და სპორტსმენი.
შეხვედრის ფარგლებში, პარისმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და ისტორიები გაუზიარა, მათ შორის, მისი გამორჩეული 5,000-კილომეტრიანი ნაოსნობა წყნარ ოკეანეში, რომელიც მან სულ რაღაც 39 დღეში გადალახა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:
▪️ მენტალური გამძლეობისა და რთულ სიტუაციებთან გამკლავების შესახებ;
▪️ გამოწვევების დაძლევასა და რთულ მომენტებში წინსვლის გაგრძელებაზე;
▪️ ზეწოლის პირობებში ფოკუსის შენარჩუნებაზე;
▪️ საკუთარი თავისთვის დაწესებული საზღვრების გადალახვასა და განვითარებაზე.
შეხვედრა გაიმართა Startupbootcamp Georgia-ს და Rainmaking-ის, Dare to Lead სერიის ფარგლებში. პროექტი აერთიანებს წარმატებულ ადამიანებსა და მათ რეალურ გამოცდილებებს.
