27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ესპანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ხავიერ ბელმონტი და სერვანტესის ინსტიტუტის სასწავლო დარგის ახალი ხელმძღვანელი, მანუელ ფერნანდეზ-კონდე როდრიგეზი ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობით შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიზე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუასთან. შეხვედრას უნივერსიტეტის მხრიდან ასევე ეწერებოდნენ, სერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანი თავართქილაძე და ესპანური ენის კათედრის ხელმძღვანელი და CU დელეს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი, ამალია მხითარიანი.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები დეტალურად გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, არსებულ თანამშრომლობას ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და დაგეგმილ სამომავლო პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდიანრე აკადემიურ წელს, კავკასიის უნივერსიტეტმა სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოიპოვა დელეს საგამოცდო ცენტრის გახსნის უფლება. აღნიშნული საგამოცდო ცენტრი, საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის (DELE) ორგანიზებას.
ამ მომენტისათვის მიმდინარეობს 2026 წლის DELE გამოცდებისთვის რეგისტრაცია.
