კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,გაყიდვები: უნარი, რომელიც მრავალი საერთაშორისო კარიერის საფუძველია”.
შეხვედრას უძღვებოდა საერთაშორისო კომპანია SalesPipeline-ის დამფუძნებლი და CEO, გეროიდ კოქსი.
სპიკერმა სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს გაუზიარა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ხედვა თანამედროვე საერთაშორისო ბიზნეს გარემოში გაყიდვების როლისა და მნიშვნელობის შესახებ. მისი კომპანია SalesPipeline თანამშრომლობს სტარტაპებთან და მზარდ ორგანიზაციებთან, ეხმარება მათ გაყიდვების გუნდების ფორმირებასა და ეფექტიან მართვაში, რაც ბიზნესის მასშტაბირებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა:
- გაყიდვებისა და მარკეტინგის როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო კომპანიებში;
- გაყიდვების პროფესიის მზარდი მოთხოვნა და მისი მნიშვნელობა გლობალურ შრომის ბაზარზე;
- კარიერული შესაძლებლობები და პროფესიული განვითარების გზები გაყიდვების მიმართულებით.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
