სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე

6 ოქტომბერი 2026

ახალციხეში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება – დემო დღე გაიმართა.

 

დემო დღეზე საკუთარი იდეა 12 მონაწილე სტარტაპ გუნდმა წარადგინა. 4 კვირის განმავლობაში გუნდებმა მენტორების მხარდაჭერით იმუშავეს იდეების დახვეწაზე, ბიზნეს მოდელის განვითარებასა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე.

 

დემო დღის ფარგლებში, მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

 

  • თეო ჩუხრუკიძე – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების მენეჯერი;
  • ნინი მოსიაშვილი – Helio AI-ის თანადამფუძნებელი და COO;
  • გიორგი სუხიაშვილი – FlavAR-ის დამფუძნებელი.

 

დემო დღის დასასრულს გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი:

 

  • ჟიურის რჩეული გუნდი – Toritrips
  • კოლეჯი „ოპიზარის“ რჩეული გუნდი – Keeneye

 

გამარჯვებული გუნდები გახდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარები. აღნიშნული სტატუსი გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპის განვითარების შემდგომ ეტაპებზეც ისარგებლონ ცენტრის მხარდაჭერით, მათ შორის მენტორინგით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და სხვადასხვა რესურსზე წვდომით.

 

ამასთანავე, სტარტაპ Keeneye-ს კოლეჯ „ოპიზარისგან“ გადაეცა FabLab-ის სივრცეზე წვდომა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენონ სივრცის შესაბამისი რესურსები და ინფრასტრუქტურა საკუთარი იდეის შემდგომი განვითარებისთვის.

 

პროგრამა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიერ.