სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

28 მაისი 2026

28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა.

 

კომისიის გადაწყვეტილებით მომხსენებლებს შორის საუკეთესო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - მზია კაპანაძე

თემა - ზღვარი თავისუფალ ხელოვნებასა და გრაფიკულ დიზაინს შორის;

 

  • II ადგილი - ნინო დანელია

თემა - თანამედროვე ქალაქგეგმარება პარიზში, არქიტექტურული სტანდარტის ევოლუცია ოზმანის ეპოქა და დღევანდელობა;

 

  • III ადგილი- მარია ფცქიალაძე

თემა - Architecture as a bridge between past and future (Relationship between historic and modern Architecture).

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო სკოლის სტუდენტები:

 

  • მეგი აბუსელიძე - თემა - საგრადა ფამილია, როგორც ისტორიული ტრადიციის მხატვრული ინტერპრეტაციის გამორჩეული მაგალითი;
  • ნინო რუბანოვი - თემა - მარჯანიშვილის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა და ურბანული აურა;
  • ელენე ბენდელიანი - თემა - კავშირი რელიგიასა და არქიტექტურას შორის ძველ ეგვიპტეში.