28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა.
კომისიის გადაწყვეტილებით მომხსენებლებს შორის საუკეთესო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- I ადგილი - მზია კაპანაძე
თემა - ზღვარი თავისუფალ ხელოვნებასა და გრაფიკულ დიზაინს შორის;
- II ადგილი - ნინო დანელია
თემა - თანამედროვე ქალაქგეგმარება პარიზში, არქიტექტურული სტანდარტის ევოლუცია ოზმანის ეპოქა და დღევანდელობა;
- III ადგილი- მარია ფცქიალაძე
თემა - Architecture as a bridge between past and future (Relationship between historic and modern Architecture).
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო სკოლის სტუდენტები:
- მეგი აბუსელიძე
თემა - საგრადა ფამილია, როგორც ისტორიული ტრადიციის მხატვრული ინტერპრეტაციის გამორჩეული მაგალითი;
- ნინო რუბანოვი
თემა - მარჯანიშვილის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა და ურბანული აურა;
- ელენე ბენდელიანი
თემა - კავშირი რელიგიასა და არქიტექტურას შორის ძველ ეგვიპტეში.
