გაცნობებთ, რომ LDAMUN 2017 აცხადებს დელეგატების მიღებას გაეროს მოდელირებაზე,რომელიც გაიმაღთება თბილისში, 6-10 ივლისს,2017 და მასში მონაწილეობას მიიღებს 150 დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან.
გაცნობებთ, რომ LDAMUN 2017 აცხადებს დელეგატების მიღებას გაეროს მოდელირებაზე,რომელიც გაიმაღთება თბილისში, 6-10 ივლისს,2017 და მასში მონაწილეობას მიიღებს 150 დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან.
13 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები“, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები.
2 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ’’სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლება, როგორც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა’’.
გაცნობებთ, რომ რედბოუდის უნივერსიტეტი ( Radboud University, Nijmenegen, The Netherlands), აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო პროგრამაზე.
გაცნობებთ, რომ ფუდანის უნივერსიტეტი, შანხაი (Fudan University) იწვევს სტუდენტებს საჯარო მმართველობის ინოვაციურ შეჯიბრში ახალგაზრდებისთვის.
გაცნობებთ, რომ ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიტვა (Vytautas Magnus University) აცხადებს სტუდენტების მიღებას 5 კვირიან (10 ივლისი - 11 აგვისტო, 2017) სტაჟირების პროგრამაზე.
გაცნობებთ, რომ ევროკავშირის სრული მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი იმ ქართველი სტუდენტებისთვის , რომლებმაც განათლებაა მიიღეს ( ან ახლაც იღებენ ) საქართველოს ფარგლებს გარეთ.
30 მარტს, კავკასიის უნივერისტეტმა ოფიციალურად უმასპინძლა გრენობლის ბიზნეს სკოლის დელეგაციას. სტუმრობის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის ბიზნეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით.
გაცნობებთ, რომ სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა რიგაში, აცხადებს სტუდენტების მიღებას ფინანსურ შეჯიბრში(Finance Challenge).
20-28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომელიც Erasmus+ ის პროექტ MediArt-ის ფარგლებში სომხეთში - ქალაქ ერევანში გაიმართა.
28 მარტს, კავკასიის სამართლის სკოლას სტუმრად ეწვია, JTI Caucasus-ის (Japan Tobacco International) კავკასიის რეგიონში იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ჯინჭარაძე.
27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასა და სასტუმრო „სითი ავენიუს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიაში სტუდენტების მიერ სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლას. მისი მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება და დარგობრივი კომპეტენციების გაღრმავება.
გაცნობებთ, რომ საფრანგეთის უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი (Universite Paris-Saclay) აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას მაგისტრატურის საფეხურზე, 2017-2018 აკადემიური წლისთვის.
გაცნობებთ, რომ ევროპული კოლეჯი, ვარშავა, პოლონეთი (College of Europe) აცხადებს საზაფხულო სკოლაში დოქტორანტურის სტუდენტების მიღებას შემდეგ პროგრამაზე
25-26 მარტს აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩაქვში, სასტუმრო "OASIS"-ში გაიმართა ფორუმი თემაზე "რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი", რომლის მონაწილეებიც უმაღლესი სასწავლებლებიდან გასაუბრების გზით შეირჩნენ. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებიც: ნინო ბერიძე, ეთერ ჩხარტიშვილი, მეგი სამსონაძე და ჯონი გაგაძე.
გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის.
18 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობებით, პოლტიკის მეცნიერებითა და საჯარო მმართველობით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "მოლაპარაკებების ხელოვნება“.
18 მარტს, კონკურსი "არქიტექტონის" საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები და სამახსოვრო სერტიფიკატები.
17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და Azerbaijan State Oil and Industrial University-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, მათ შორის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ პროექტებსა და ორმაგი ხარისხის პროგრამებს.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.