სიახლეები

21
ოქტ
ნანა შარიქაძე, მაია სიგუა და პიტერ ჯ. შმელცი ნომინირებული არიან H. Colin Slim Award-ზე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე, პიტერ ჯ. შმელცი და მაია სიგუა ნომინირებულნი არიან ამერიკული მუსიკოლოგიური საზოგადოების პრესტიჟულ H. Colin Slim Award-ზე, მათ მიერ თანაავტორობით შექმნილი სტატიისთვის „Throwing Off the Russian Lenses from Soviet Music: The Colonization and Decolonization of Georgian and Ukrainian Music“.

17
ოქტ
ბილიმკანას საერთაშორისო სკოლის სასწავლო ტური კავკასიის უნივერსიტეტში

16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ბილიმკანას საერთაშორისო სკოლის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის განხორციელებამდე უნივერსიტეტსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა. 

17
ოქტ
ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „განათლების თანამედროვე პარადიგმები და საერთაშორისო პროექტების დისემინაცია“

კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მიმდინარე ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორმა გურანდა ჭელიძემ 16 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო სოხუმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „განათლების თანამედროვე პარადიგმები და საერთაშორისო პროექტების დისემინაცია“.

16
ოქტ
ამბერგ-ვეიდენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ბავარიის ამბერგ-ვეიდენის ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, ანაბელ ვოლფს და მედიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებს, ტატიანა ივანოვსკას და მაიკლ ვიელს უმასპინძლა. 

15
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტი მონაწილეობდა სეულში გამართულ IAUP-ის 60 წლის იუბილესა და ნახევარწლიურ შეხვედრაში

13–15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა,  კახა შენგელიამ და ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, მონაწილეობა მიიღეს  უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) 60 წლის იუბილესა და ნახევარწლიურ შეხვედრაში, რომელიც სეულში, კორეის რესპუბლიკაში გაიმართა.

15
ოქტ
ზამთრის სკოლა სამედიცინო ინჟინერიაში - 2026

ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ავსტრია (University of Applied Sciences Upper Austria) სამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი აცხადებს აპლიკაციების მიღებას სამედიცინო ინჟინერიის ზამთრის სკოლაში (Winter School in Medical Engineering) შემეცნებით კურსებზე მონაწილეობის მისაღებად რომელიც გაიმართება 2026 წლის 26-30 იანვარს.

14
ოქტ
სტარტაპ ინკუბატორის II ონლაინ ლექცია

1 სექტემბერს სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მეორე ონლაინ ლექცია თემაზე: „Value Proposition და ძირითადი მეტრიკები“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი შალვა ოთანაძე.

14
ოქტ
სტარტაპ ინკუბატორის III ონლაინ ლექცია

22 სექტემბერს, სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მესამე ონლაინ ლექცია თემაზე: „სამიზნე ბაზარი და მისი მასშტაბი (TAM, SAM, SOM)“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი გიორგი ვოლსკი.

10
ოქტ
განათლება და მხარდაჭერა — თავისუფლებისთვის

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც სკოლა აფხაზეთში დაასრულეს და კავკასიის უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ სწავლობენ.

10
ოქტ
ლაშა ხურციძის და თენგიზ ვერულავას ნაშრომი რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომისტი“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის “გაყიდვების მენეჯმენტის სტრატეგიული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში“ შედეგები.

08
ოქტ
ERASMUS + CBHE პროექტის - RE-DIRECTION ფარგლებში ორ დღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

6-7 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus + CBHE პროექტის - RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations ფარგლებში პროექტის პერსონალის ტრენინგს უმასპინძლა.

08
ოქტ
ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის სტუდენტები რენში (საფრანგეთში) იმყოფებიან

CU-ის და რენის ბიზნესის სკოლის ერთობლივი 3 წლიანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეორე მიღების სტუდენტები უკვე რენში, საფრანგეთში, იმყოფებიან, სადაც ისინიც სწავლის ბოლო წელს გაატარებენ.

07
ოქტ
CSBAlumniBacktoCSB • ექსკლუზიური & ექსპერიმენტული ფორმატი CU კამპუსში

6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერისტეტში, ბრენდის სტრატეგიის პირველმა ქართულმა გზამკვლევმა „ჩამოყალიბდით“ დაიწყო საუნივერსიტეტო ტურნე კავკასიის უნივერსიტეტიდან - ექსკლუზიურად CU-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. 

 

07
ოქტ
CU-ის საერთაშორისო კვირეულის პროგრამა 2025 შემოდგომა

29 სექტემბერი - 3 ოქტომბრის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტმა, საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა.

07
ოქტ
ლექციები ჟან მონეს კათედრის EU-PPS ფარგლებში

Erasmus+ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (Jean Monnet Chair 101175522 - EU-PPS), 2025 წლის შემოდგომის სემესტრში მიმდინარეობს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კათედრით გათვალისწინებული სალექციო კურსების სწავლება:

06
ოქტ
DAAD შემოდგომის ბანაკი 2025

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს აპლიკაციების მიღებას საშემოდგომო ბანაკის პროგრამაზე რომელიც გაიმართება 31 ოქტომბრის - 10 ნოემბრის პერიოდში, თბილისში.  

 

06
ოქტ
Excelia Group, ზამთრის პროგრამა - 2026

გაცნობებთ, რომ Excelia Group, საფრანგეთი, აცხადებს აპლიკაციების მიღებას ზამთრის ორკვირიან პროგრამაზე, 16-31 იანვარი, 2026. 

06
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტისა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დასრულდა

17-26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული პროგრამა: მაკროეკონომიკა, ვაჭრობა და ინტერკულტურული ბიზნესი: გერმანია და სამხრეთ კავკასია”, წარმატებით განხორციელდა. 

03
ოქტ
სტუდენტური ვორკშოპი – „მდგრადი ტურისტული მომსახურებების დიზაინი“ კავკასიის უნივერსიტეტში

1-ელ ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER Hubs - „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით ფარგლებში, სტუდენტურ ვორკშოპს უმასპინძლა. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის მდგრადი ტურიზმის პრინციპების გაცნობას და მომსახურების დიზაინის, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული უნარების განვითარებას.

03
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტში მწვანე ტურიზმის ჰაბი გაიხსნა

2025 წლის 30 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ERASMUS+ CBHE პროგრამის ENRICHER Hubs პროექტის „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში  ოფიციალურად გაიხსნა მწვანე ტურიზმის ჰაბი.