კავკასიის უნივერსიტეტის ჭადრაკის ჩემპიონატი 2026

18 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში ჭადრაკის ჩემპიონატი - „CU CUP 2026“  ჩატარდა.

 

საჭადრაკო ტურნირზე მონაწილეობა CU-ის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ჭადრაკის კლუბის წევრებმა მიიღეს.

 

ჩემპიონატს უძღვებოდა საერთაშორისო არბიტრი - სოფიო ნიკოლაძე.

  

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - დავით გოცირიძე (CSG)
  • II ადგილი - ზუკა გამრეკელაშვილი (CST)
  • III ადგილი - გუგა გაბაძე (CSB)

 

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გარდამავალი თასი, ხოლო სამივე გამარჯვებულს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები, ჩემპიონატის სპონსორების - გამომცემლობა ინტელექტის და წიგნების მაღაზია ბიბლუსის საჩუქრები გადაეცათ.

 

CU მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation.

 

ჩემპიონატის სპონსორი იყო Coca-Cola Bottlers Georgia, გამომცემლობა „ინტელექტი“ და წიგნების მაღაზია ბიბლუსი, 

 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორსა და მხარდამჭერს ჩართულობისთვის.