კავკასიის უნივერსიტეტში მედიცინის პროგრამის საერთაშორისო სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრები გრძელდება

16 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურიერთობების დეპარტამენტი კავკასიის მედიცინის სკოლასთან ერთად აგრძელებს მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრებს. 

 

სესიები, რომლებიც შემოდგომის სემესტრში დაიწყო, მიზნად ისახავს ახლადჩარიცხული სტუდენტების დახმარებას აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციასა და უნივერსიტეტის საზოგადოებაში ინტეგრაციაში.

 

2026 წლის შემოდგომის ნოემბრის მიღებაზე, კავკასიის უნივერსიტეტს, ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამაზე, 10-ზე მეტი ქვეყნიდან შემოუერთდა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტი.

 

ტრადიციულად, საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს უნივერსიტეტის მისია, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები; მედიცინის სკოლის  დეკანმა მარიამ ოქრუაშვილმა და აკადემიურმა დირექტორმა ნანუკი მიხანაშვილმა სტუდენტებს გააცნეს ფაკულტეტის აკადემიური სტრუქტურა, სასწავლო პროცესები და მხარდაჭერის შესაძლებლობები. სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გურანდა იობაშვილმა კი ისაუბრა უნივერსიტეტში  არსებულ სერვისებსა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ საკითხებზე.

 

ღონისძიება კამპუს ტურით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოინახულეს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები.