7 ივლისს, ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება - ქართული საღამო, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები; საქართველოს და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები.
7 ივლისს, ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება - ქართული საღამო, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები; საქართველოს და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები.
ქლაქ ვენაში, ჰობურგის სასახლეში აქტიურად მიმდინარეობს “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) კონფერენციის მეორე დღე. დღევნადელი დღის მთავარი თემებია: CHALLENGES FOR THE EUROPEAN SCIENTIFIC LANDSCAPE; SIMULATION, VIRTUAL & AUGMENTED REALITY FOR EDUCATION & TRAINING; SIMULATION-BASED LEARNING AND TRAINING. დღის მეორე ნახევარში ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები უნივერსიტეტებში ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით, მომავლის უნივერსიტეტის მოდელებზე, ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე.
6 ივლისს, ოფიციალურად გაიხსნა “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მასპინძლობს ჰოფბურგის სასახლეში, ვენა, ავსტრია. კონფერენციის მთავარი თემაა: “ინოვაციები განათლებაში”. პარალელურად მიმდინაერობს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერნცია თემაზე: “მდგრადი განვითარება”.
გაცნობებთ, რომ პოლონიას უნივერსიტეტი, პოლონეთი (Polonia University), ბიზნეს სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს, სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
4 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომები დაიცვეს. წარმოდგენილი იყო როგორც ვიდეო და ფოტო პროექტები, ასევე ნამუშევარი გრაფიკულ დიზაინში.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
გაცნობებთ, რომ ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაცია, ათენი, საბერძნეთი (European Public Law Organization, EPLO), აცხადებს სამართლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში, თემაზე - მიგრაცია სამხრეთ ევროპაში.
გაცნობებთ, რომ გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტთან ერთად პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის აცხადებს კონკურსს, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
გაცნობებთ, რომ კლერმონტის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი (ESC CLERMONT Graduate School of Management) აცხადებს სტუდენტების მიღებას „ Local Responses to Global Challenges“- ის პროგრამაზე, საზაფხულო სკოლაში.
29 ივნისს, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის, გრიგოლ გიორგაძის პირველი თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტის მაია მხატვრიშვილის მეორე თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართა
გაცნობებთ, 2017 წლის 6-8 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ სენეცში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) გეგმავს „მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლის“ ჩატარებას.
23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ტურიზმის სკოლაში ჩატარდა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, სადაც სტუდენტებმა წარადგინეს ტურიზმის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები და მათი ანალიზი.
21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან.
20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ’’ორგანიზაციები და ეფექტური მართვა’’.
20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ’’ორგანიზაციები და ეფექტური მართვა’’.
გაცნობებთ, რომ ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, კაუნასი, ლიტვა (Vytautas Magnus University) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში, 19 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით.
19-21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტიდან (The Technical University of Kosice, Slovakia) ესტუმრნენ პროფესორები Natasa Urbancikova და Oto Hudec.
გაცნობებთ, რომ ჯენჯოუს უნივერსიტეტი, ჩინეთი (Zhengzhou University) და აზიისა და წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაცია, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საერთაშორისო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო.