19-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ საბერძნეთის დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის (University of Western Macedonia) დელეგაციას უმასპინძლა.
19-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ საბერძნეთის დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის (University of Western Macedonia) დელეგაციას უმასპინძლა.
22 ივლისს, „ამბასადორი კაჭრეთში“ ჩატარდა „საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი - 2023“. ფორუმში მონაწილეობდა 200-მდე ახალგაზრდა საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან, მიზნად ისახავდა მათ დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებას.
CU-ის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) - უპირობო 5 წლიანი აკრედიტაცია (ვალიდაცია) მიენიჭა.
20 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში / ტექნოპარკში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - STEM-ის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე.’’ (პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
კავკასიის უნივერსიტეტი, პროგრამირების ქართულენოვანი კოდირების შემქმნელ - პაპუნა გაგნიძესთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიცაა სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამირების საწყისი საბაზისო ცოდნის მიცემა და მოზარდებში კომპიუტერული მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა.
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები გაიმართა.
12 -17 ივლისს, ტურიზმის სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი, ფულდას უნივერსიტეტში (გერმანია)იმყოფებოდა, სადაც "International Summer University-ის" ფარგლებში, ჩაატარა სემინარი/ვორკშოპი თემაზე: "უცხოეთში სწავლა: შესაძლებლობები, გამოწვევები და სამშობლოში დაბრუნება".
17-18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა ტუშას უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომელსაც ამავე უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სტეფანო უბერტინმა (Stefano Ubertini) უმასპინძლა.
კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო პროგრამა: SPINAKER – Heritage, Art and Business Intensive Programme წარმატებით დასრულდა.
16-18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის AACSB-ის ვიცე-პრეზიდენტს, რონ ტუნინგას უმასპინძლა.
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა-წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ფსიქოლოგიის ევროპული კონგრესის მუშაობაში.
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
14 ივლისს,კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,კავკასიის უნივერსიტეტსა'' და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (პირველი ნაკადი/Batch 1).
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, 2023 წლის 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქალაქ ბათუმში გამართულ მუსიკალურ კონკურს-ფესტივალში - „არტ თაობა“, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა პირველი ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გასტროლი სადებიუტო იყო ანსამბლისთვის.
13 ივლისს, CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიასა და კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებს შორის გაცნობითი ხასიათის ფორმალური შეხვედრა გაიმართა.
12 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა როგორც ათენის ბერძნულ-ქართული ინსტიტუტისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "კავკასიას", რომლის დამფუძნებელი კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ცნობილი ქართველი ელინისტი ავთანდილ მიქაბერიძეა, ასევე ქართველ დრამატურგს რეზო კლდიაშვილს.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სტატია „Hospital health care anti-crisis management issues in Georgia“ ევროპულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Archives Balkan Medical Union” გამოქვეყნდა.
12 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანი ჯანუყაშვილი სადისერტაციო ნაშრომის - „ Types of Organizational Commitment Affecting Turnover Intention Among Public Sector Employees in Georgia“ დაცვა გაიმართა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი ბორის (ბუბა)ლეჟავა.