არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ჩასაბარებელი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
 - უცხოური ენა (გერმანული ან ინგლისური ან რუსული ან ფრანგული);
 - მათემატიკა ან ფიზიკა
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სკოლის ატესტატი (ორიგინალი)
 - სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
 - პირადობის მოწმობის 2 ასლი
 - დაბადების მოწმობის 2 ასლი
 - 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
 - ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან)
 - დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1 (ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად)
 
