პროგრამის მიმოხილვა

არქიტექტურის პროგრამის მიზანია:

 

  1. მისცეს სტუდენტს ფართო, თეორიულ არქიტექტურაზე ორიენტირებული ცოდნა, რომელსაც წარმატებით გამოიყენებს არქიტექტურულ პროექტირებაში.
  2. სტუდენტმა მიიღოს კვლევაზე დაფუძნებული მრავალმხრივი (სინთეზური) თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა მან სისტემურ ანალიზზე დაყრდნობით მოახდინოს არქიტექტურული მიმართულებების ერთიანობაში მოქცევა.
  3. სტუდენტმა გლობალური არქიტექტურული ფასეულობების გამოყენებით, ისტორიულ და ურბანულ გარემოში შეძლოს პროექტირება მდგრადი არქიტექტურის პრინციპების, უსაფრთხოებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების გათვალისწინებით.
     

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი აქვს. რაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საუკეთესო ხარისხის განათლება, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომი მიიღონ.  

 

კავკასიის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი არქიტექტურის პროგრამა საქართველოში არის პირველი და ერთადერთი, რომელმაც ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) კანდიდატის სტატუსი მიიღო. 

 

RIBA-ის წევრობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან პროგრამას, მის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანიჭებს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა დიპლომი უმაღლესი ხარისხის ნიშნით, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება, წვდომა RIBA-ის სტუდენტურ პრემიებსა და პრეზიდენტის მედალზე, შესაძლებლობას რომ მიიღონ RIBA-ის სტუდენტური ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ფულად მხარდაჭერას. ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის არქიტექტურულ ლიტერატურაზე წვდომას, RIBA-ის კონკურსებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ახალი ნორმებისა თუ რეგულაციების შესახებ მუდმივ ინფორმირებას, რადგან RIBA არის არქიტექტურის თანამედროვე ფასეულობებისა და ღირებულებების გარანტი.