CSB Alumni Talks - გიორგი ფაილოძე

22 ნოემბერი 2019

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ფაილოძის საჯარო ლექცია გაიმართა.

 

გიორგი ფაილოძე კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულია და მას საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

შეხვედრის ბოლოს, სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

ღონისძიება კავკასიის ბიზნესის სკოლის პროექტის, CSB Alumni Talks-ის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და ბიზნესის სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებს უმასპინძლებს.