სერბერუს მენეჯმენტ კაპიტალის თბილისის ოფისის მმართველი დირექტორის შეხვედრა CSB-ის სტუდენტებთან

4 მაისი 2019

4 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში სერბერუს მენეჯმენტ კაპიტალის თბილისის ოფისის მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ ნიბლაძე სტუდენტებს საქართველოში ამერიკული მსხვილი საინვესტიციო კომპანია სერბერუს მენეჯმენტ კაპიტალის ბიზნეს შესაძლებლობებსა და გეგმებზე ესაუბრა და კომპანიის ძირითადი საქმიანობა, ბიზნეს სტრატეგია და ხედვები მიმოიხილა. 

 

სერბერუს მენეჯმენტ კაპიტალის თბილისის ოფისის მმართველი დირექტორი სტუდენტებს ასევე ესაუბრა დაბანდების სტრატეგიაზე კერძო კაპიტალში, როგორც სერბერუსის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე.