გრენობლის მენეჯმენტის სკოლის დელეგაციის ვიზიტი

24 სექტემბერი 2019

23 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის დელეგაციას: მარკ ტომასს, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დირექტორს, ჯული პერინ ჰალოს - ხარისხის, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს და ანჯელა ტამაროს - საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან, ბიზნესის სკოლის დეკანთან ელენე ჯღარკავასთან და საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან ირენა მელუასთან. შეხვედრისას ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიღწევები შეაჯამეს და პარტნიორობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უკვე 14 წელია ფუნქციონირებს. გრენობლის მენეჯმენტის სკოლას აქვს სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაცია და კავკასიის უნივერსიტეტის გარე კამპუსის სამაგისტრო პროგრამით რამდენიმე წელია FT რეიტინგშია.