პროგრამის სტრუქტურა

ბიზნეს ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების 3-წლიანი ერთობლივი პროგრამა (ნიუ ჯერსის სითი უნივერსიტეტთან ერთად - NJCU, აშშ) მოიცავს 200 ECTS კრედიტს, სწავლების პირველი წელი - 75 ECTS, მეორე წელი - 75 ECTS, ხოლო მესამე წელი -  50 ECTS.

 

პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას. შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და დასკვნითი შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისათვის განკუთვნილ დრო).

 

პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია 2+1 სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს პირველი ორი აკადემიური წლის კავაკსიის ბიზნესის სკოლაში სწავლას, ხოლო მესამე წელი კი ნიუ ჯერსის სითი უნივერსიტეტში სწავლას.

 

პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო და თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსებად:

 

ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო კურსები (180 ECTS  კრედიტი):

 

– სავალდებულო სასწავლო კურსები - 160  ECTS კრედიტი;

– არჩევითი სასწავლო კურსები - 20  ECTS კრედიტი.

 

თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსები (20  ECTS კრედიტი):

 

– საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 15 ECTS  კრედიტი;

– საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსები - 5  ECTS კრედიტი;

 

იხილეთ პროგრამა.