პროგრამის სტრუქტურა

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, რომელიც განაწილებულია 4 სემესტრზე და ყოველი სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს. სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს ორი (2) აკადემიურ წელს. განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 6 სემესტრისა)  განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.  პროგრამის ფარგლებში კრედიტები ნაწილდება შემდეგნაირად:

 

  • სავალდებულო კურსების ბლოკი - განათლების პოლიტიკა და ანალიზი - 45 ECTS კრედიტი;
  • სავალდებულო კურსების ბლოკი - ცვლილებების მართვა - 20 ECTS კრედიტი;
  • სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი - 10 ECTS კრედიტი;
  • პრაქტიკის და კვლევის ბლოკი - 45 ECTS კრედიტი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.