24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია" - მე-6 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
სიახლეები
იან
„ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ CROSSREF-ში გაწევრიანდა და DOI-ის კოდი მიენიჭა
საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF-ში გაწევრიანდა. CROSSREF საერთაშორისო ასოციაცია უზრუნველყოფს აკადემიურ პუბლიკაციათა მსოფლიო ხელმისაწვდომობას.
დეკ
მედიცინის სკოლის სამეცნიერო კონფერენცია
15 დეკემბერს, კავკასიის მედიცინის სკოლის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
დეკ
თენგიზ ვერულავას წიგნის „ჯანდაცვის პოლიტიკა“ პრეზენტაცია
12 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, თენგიზ ვერულავას წიგნის „ჯანდაცვის პოლიტიკის,, პრეზენტაცია გაიმართა.
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას, პროექტმა „დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით საავადმყოფოების დაფინანსება: მსოფლიო გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოსთვის“, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვა.
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი „პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა დროულ მკურნალობასა და ჰოსპიტალიზაციაში საქართველოში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებულია.
ნოე
ლეილა კარიმის სამეცნიერო ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში „Brain Sciences“ გამოქვეყნდა
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Brain Sciences“ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Identifying the Key Elements of Psychologically Safe Workplaces in Healthcare Settings“.ნაშრომის ავტორია ლეილა კარიმი,ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის და RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) პროფესორი.
ოქტ
გამოვიდა თენგიზ ვერულავას წიგნი „ჯანდაცვის პოლიტიკა“
გამოიცა წიგნი "ჯანდაცვის პოლიტიკა". წიგნის ავტორია თენგიზ ვერულავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
ოქტ
ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ახალი ნომერი
გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-7 (1) ნომერი.
აგვ
კავკასიის უნივერსიტეტის რეფერირებადმა ჟურნალმა „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მიიღო ERIHPLUS ევროპული რეფერენს ინდექსი
კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მიიღო აკადემიური ჟურნალების ევროპული რეფერენს ინდექსი ERIHPLUS.