CSB-სა და CSE-ს დოქტორანტების ვიზიტი კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში

11 ოქტომბერი 2022

 

5-7 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო და ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტები - ნინო ბერიშვილი, იაშარ იბრაგიმოვი, თათა ლობჟანიძე და აკაკი მოსახლიშვილი კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორქშოპს დაესწრნენ. 

 

ვორქშოპზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა R პროგრამირების ენის საფუძვლები, მოდელზე დაფუძნებული კლასტერირება და ა.შ.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებთან ერთად შეემუშავებინათ სამომავლო კვლევითი პროექტები. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტებთან ერთად, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მკვლევარები სერბეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან და ინდონეზიიდან.