იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის კონკურენტული უპირატესობების კვლევა

12 სექტემბერი 2019

11-12 სექტემბერს ქუთაისსა და ოზურგეთში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა იოსებ ბერიკაშვილმა "იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის კონკურენტული უპირატესობების კვლევა" წარადგინა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობების, საკრებულოს, მერიის,  სამხარეო ადმინისტრაციის და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.

 

კავკასიის ეკონომიკის სკოლის კვლევითი ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და CIG-ის(სითი ინსტიტუტი საქართველო) ერთობლივი კვლევა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნული რეგიონების კონკურენტუნარიანი დარგების გამოკვლევას ემსახურებოდა.

 

გამოყენებითი კვლევა ევროკავშირსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC-ის შორის დადებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.