ახალგაზრდა დიპლომატთა ინიციატივის (JDI) შეხვედრა სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებთან

27 ნოემბერი 2019
25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა დიპლომატთა ინიციატივის (JDI) შეხვედრა სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებთან. 
 
 
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სამომავლო შეხვედრების და გუნდის წევრობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 
 
 
შეხვედრის ბოლოს, სტუდენტების შეკითხვებს JDI-ს პრეზიდენტმა თაკო ჯობავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ქეთი კანთელაძემ უპასუხეს.