ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან’’

17 ივლისი 2023

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

აღნიშნული  მემორანდუმით, მხარეები თანხმდებიან ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყონ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების/კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მათთვის სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით ან დასაქმებით.