EGPA-ს მმართველი საბჭოს შეხვედრა

6 სექტემბერი 2023

5 სექტემბერს, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და NISPAcee-ის პრეზიდენტმა, ეკა აკობიამ „საჯარო ადმინისტრირების ევროპული ჯგუფის“ (EGPA) სამდივნოს მიწვევით, სტუმრის რანგში მონაწილეობა მიიღო EGPA-ს მმართველი საბჭოს შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ზაგრებში, ხორვატია, EGPA-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში.

 

საჯარო მმართველობის სკოლებისა და ინსტიტუტების ქსელი (Nispacee) და „საჯარო ადმინისტრირების ევროპული ჯგუფი“ (EGPA) დობილი ორგანიზაციები არიან და სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებენ, რომელთა შორის აღსანიშნავია ტრანს ევროპული დიალოგი (TED) და საჯარო ადმინისტრირების აკრედიტაციის ევროპული ასოციაცია (EAPAA).

 

შეხვედრაზე ეკა აკობიას ინტერვენცია ეხებოდა ერთობლივი პროექტების რეალიზაციის მომავალ ნაბიჯებს. ასევე, ეკა აკობიამ EGPA-ს მმართველი საბჭოს წევრები 2024 წლის Nispacee ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიწვია, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს.