იოსებ ნანობაშვილის საჯარო ლექცია

9 ივნისი 2023

8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის იოსებ ნანობაშვილის საჯარო ლექცია.

 

იოსებ ნანობაშვილმა სტუდენტებს გააცნო ,,მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) 1949 წლის პუბლიკაცია „L’Europe face au fédéralisme“, რომელიც წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის შესახებ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ პირველ ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომს.

 

შეხვედრაზე განხილეს მიხეილ მუსხელიშვილის მიერ 1949 წელს გამოთქმული იდეები, რომლებიც, მკვლევრის მოსაზრებით ასახულია რობერტ შუმანის 1950 წლის ისტორიული დეკლარაციის ტექსტში და 1951 წლის 18 აპრილის პარიზის ხელშეკრულებაში, რომლითაც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება შეიქმნა და ევროკავშირის სხვა ფუძემდებლურ დოკუმენტებში.

 

შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელიც ასევე სიტყვით მიესალმა დამსწრე აუდიტორიას.

 

საჯარო ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ კავკასიის უნივერსიტეტი წვლილს შეიტანს მიხეილ მუსხელიშვილის ნაშრომების პოპულარიზაციაში.