10 ივნისს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში არსებული თარგმნის სახელოსნოს შემაჯამებელი შეხვედრა შედგა. სახელოსნოში გაერთიანებულნი არიან ამავე სკოლის სტუდენტები, ხოლო მისი ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თამარ ლომაძეა.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- სახელოსნოს საქმიანობა;
- სახელოსნოში თარგმნილი ავტორები;
- სახელოსნოს მიერ პარალელურად განხილული და გაანალიზებული ტექსტები;
- შეხვედრები პროფესიონალ მთარგმნელებთან;
- თეკლა ყიფშიძის მოთხრობების თარგმანი;
- სახელოსნოს სამომავლო გეგმები, რომლებიც უკავშირდება როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ საქმიანობას;
- სახელოსნოს წევრების მიერ შესრულებული თარგმანებიდან მონაკვეთების წაკითხვა.
შეხვედრის დასასრულს სახელოსნოს წევრებმა სამომავლო გეგმები და საქმიანობის განვითარების ძირითადი მიმართულებები დასახეს.
