კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მიმდინარე ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორმა გურანდა ჭელიძემ 16 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო სოხუმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „განათლების თანამედროვე პარადიგმები და საერთაშორისო პროექტების დისემინაცია“.
მისი მონაწილეობით აღნიშნულ კონფერენციაში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში აღინიშნა ერასმუსის დღეები. მან წარადგინა მოხსენება „ევროპული ღირებულებების ინტეგრირება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში: ჟან მონეს პროექტების როლი".
მოხსენება ასახავდა ჟან მონეს პროექტების მეშვეობით ევროკავშირის ღირებულებების ინტეგრაციას ქართულ საუნივერსიტეტო პროგრამებში, ასევე განათლების ხარისხის, აკადემიური თანამშრომლობის, საერთაშორისო ჩართულობისა და ევროპული ღირებულებებით საზოგადოებრივ ცნობიერების გაძლიერების შესაძლებლობებს დემოკრატიის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების განმტკიცებისათვის საქართველოში.