10 დეკემბერს კავკასიის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მანანა მათიაშვილის, მოწვევით, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებს თარგმანის თეორიის საფუძვლებისა და წერილობითი თარგმანის კურსების ფარგლებში, ლექცია წაუკითხა მთარგმნელმა, ფინანსისტმა, BTU-ს მოწვეულმა ლექტორმა და "საბა 2025"-ის ფინალისტმა თარგმანის ნომინაციაში, გიორგი მაჭარაშვილმა.
ლექციის ძირათი თემა იყო თანამედროვე ლიტერატურული თარგმანის ტენდენციები და მიდგომები, თუმცა ლექციის შემდგომი დისკუსია და კითხვა-პასუხი შეეხო თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის სხვა მნიშვნელოვან და საკამათო საკითხებსაც.
