ახალი მედიის პროექტები

IV კურსის ფინალური პროექტი, 2023 წელი 
 
მენტორები: ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო ზურაბიანი, სოფიო კვინტრაძე
 
 
 
 

2022 წლის ნამუშევრები 

მედიალაბი, ფინალური პროექტი

 

 

მედიალაბის ფინალური პროექტის - „საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ - ფარგლებში, კავკასიის მედიის სკოლის IV კურსის სტუდენტებმა პროექტები წარადგინეს, რომელიც 2022 წლის ივნისში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, კერძოდ: რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორი იყო საზოგადოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქცია, რა იყო  ამბების ზოგადი ფონი. CSM-ის სტუდენტების მიერ მომზადებულ პროექტში გაეცნობით ამ დღეებისა და კონტექსტის ამსახველ მასალებს. 

 

ავტორები: ანი მელაძე, ქრისტი შამათავა, სანდრო საპანაძე, ანა ჟოჟაძე, თიკო ნატმელაძე, ელენე მეტრეველი, ანა ჩხიკვაძე, მარიამ ბერაძე, ნათია ლევერაშვილი, თათია წიკლაური, სალომე მაჭავარიანი, ანა კოშაძე, ვერიკო ლომია, კესო ტონია, ანანო ფეიქრიშვილი, ვაჟა მზარელუა, ნინო როხვაძე.

 

პროექტის - „საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ - მენტორები იყვნენ: კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი სოფო კვინტრაძე და ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი.

 

სტუდენტების მიერ მომზადებულ ფინალურ პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.      

 

 

 

2021 წლის ნამუშევრები

მედიალაბი, ფინალური პროექტი. 
 
 
 
ავტორები - CSM-ის IV კურსის სტუდენტები: თეო გაგოშვილი, ლუკა გაბედავა, მარიამ კაჭარავა, ელენე ნამიჩეიშვილი, ნინი ქობალია, თემო მელიქიშვილი, ანა კიკნაძე, ელენე მესხია, დეა ტატიშვილი, მაშო ჯავახიშვილი, მარი წაქაძე, ელენე ასაშვილი, ცისია კირვალიძე, მარიამ დავითაძე, ნინი გოგიშვილი, სოფიო მურთაზაშვილი. 
 
მენტორები: ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო კვიტრაძე, სოფო ზურაბიანი
 
კონტექსტი: 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც აპროტესტებდნენ თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ აქტივობებს, მათ შორის "ღირსების მარშს", იერიში მიიტანეს მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც აშუქებდნენ დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე ამბებს. ამ ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაზარალდა 10-ზე მეტი მედიასაშუალების 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. CSM-ის სტუდენტების მიერ მომზადებულ პროექტში გაეცნობით ამ დღეებისა და კონტექსტის ამსახველ მასალებს. 
 

 

 

2021 წლის ნამუშევრები

 

 
მედიალაბი, ფინალური პროექტი. 
ავტორები - CSM-ის IV კურსის სტუდენტები: თეო გაგოშვილი, ლუკა გაბედავა, მარიამ კაჭარავა, ელენე ნამიჩეიშვილი, ნინი ქობალია, თემო მელიქიშვილი, ანა კიკნაძე, ელენე მესხია, დეა ტატიშვილი, მაშო ჯავახიშვილი, მარი წაქაძე, ელენე ასაშვილი, ცისია კირვალიძე, მარიამ დავითაძე, ნინი გოგიშვილი, სოფიო მურთაზაშვილი. 
 
მენტორები: ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო კვიტრაძე, სოფო ზურაბიანი
 
კონტექსტი: 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც აპროტესტებდნენ თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ აქტივობებს, მათ შორის "ღირსების მარშს", იერიში მიიტანეს მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც აშუქებდნენ დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე ამბებს. ამ ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაზარალდა 10-ზე მეტი მედიასაშუალების 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. CSM-ის სტუდენტების მიერ მომზადებულ პროექტში გაცენობით ამ დღეებისა და კონტექსტის ამსახველ მასალებს. 

 

2021 წლის ნამუშევრები

კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების გაშუქების კლასი

 

პროექტი: დამწვარი ბაზრობების ისტორია - „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?!“

ავტორები: ნინი გაბისონია, ანა მჭედლიშვილი

 

პროექტი: „ერთი დევნილის ამბავი

ავტორი: ანი ფანცულაია

 

 

2017-18 წლების ნამუშევრები

 
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა
 
II კურსი, ახალი მედიის კლასი
ლექტორი: თინათინ დვალიშვილი
 
 

2014-15 წლების ნამუშევრები

 
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა
 
II კურსი, ახალი მედიის კლასი
ლექტორი: თინათინ დვალიშვილი

 

2011-12 წლების ნამუშევრები

 

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრებით ახალი სასწავლო ბლოგი შექმნეს. „კონფლიქტების გაშუქების“ კლასის ფარგლებში მათ გასულ კვირას იმიტირებული ომის – იგივე ”სტრაიკბოლის” გაშუქება დაევალათ. მოპოვებული მასალის გამოყენებით ორი რეპორტაჟი, ერთი ფოტორეპორტაჟი და ხუთი სტატია მომზადდა. 

თამაშის წესების თანახმად, ერთმანეთს ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა. სცენარის მიხედვით, მიტოვებულ სოფელ ძველ ვეძისში, სამხედროთა პატრულირების გადაღებისას, ჟურნალისტთა ერთი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. მათ დასახსნელად დაჯგუფება „ლეგიონმა“ მოწინააღმდეგეთა თავშესაფარი შტურმით აიღო და ჟურნალისტები გაათავისუფლა. სცენარში იყო მწვავე ეპიზოდებიც: შტურმის დროს ერთი ჟურნალისტი დაიჭრა, თუმცა ”სტრაიკბოლის” წესებით, ტყვიებიც და ხელყუმბარებიც უსაფრთხოა. საბოლოო ჯამში, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტურ გარემოში მუშაობამ სტუდენტებს კარგი გამოცდილება მისცა. 

კონფლიქტების გაშუქების კლასს ნინო ჟიჟილაშვილი და გიორგი ცხვიტავა ხელმძღვანელობენ. ფინალურ პროექტებს სტუდენტები პოსტ–კონფლიქტური ზონის სოფლებიდან მოამზადებენ.

ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე CSM Study Zone 
 
WARNING: ბლოგზე გამოქვეყნებული ყველა მასალა იმიტირებულია!
 

 

2010-11 წლების ნამუშევრები

 

III კურსის ნამუშევარი

ბლოგი ინტერნეტ მისამართზე - https://csmcom3.wordpress.com - მედიის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებმა, ინტერნეტ ჟურნალისტიკის კურსის ფინალური გამოცდისთვის შექმნეს. პროდუქტი კლასის ჯგუფური მუშაობის შედეგია. კურსს ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი ნატა ამაღლობელი. დაათვალიერეთ ჩვენი სტუდენტების ნამუშევარი და გამოგვეხმაურეთ მისამართზე  csm@cu.edu.ge

აქვე გეტყვით, რომ ახალი მედია ტექნოლოგიების სწავლება CSM -ის პრიორიტეტთა შორის არის. ინტერნეტ-ჟურნალისტიკის, იგივე ახალი მედიის კურსის ფარგლებში, მედიის სკოლის სტუდენტები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ინტერნეტის შესაძლებლობები ჟურნალისტური კვლევისა და მასალის გამოქვეყნებისთვის; იაზრებენ იმ შესაძლებლობებს და მახასიათებლებს, რომელსაც ინტერნეტი იძლევა, როგორც ახალი მედია; უყალიბდებათ საბაზისო უნარები იმისთვის, რომ როგორც ჟურნალისტებმა იმუშაონ ონლაინ-გამოცემისთვის; ეცნობიან ჟურნალისტური თხრობის ახალ ფორმებს და მეთოდებს, ეჩვევიან ბლოგების შექმნას, სოციალურ ქსელებში აქტივობას, უყალიბდებათ მულტიმედია ჟურნალისტიკაში სამუშაოდ საჭირო ჩვევები და უნარები.

IV კურსის ნამუშევრები

საინტერესო პროექტებით დასრულდა ვებ–გამოცემა "ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ ნესტან ცეცხლაძის „ახალი მედიის“ კლასი.  IV კურსის თითოეულმა სტუდენტმა კურსის ბოლოს, საკუთარი ინტერესების მიხედვით შექმნა ინდივიდუალური ბლოგი. შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ბლოგებს.


» ნინი აბულაძე-“ბლოგი ახალგაზრდა, ჯერ–ჯერობით უცნობი რეჟისორის შესახებ“ 
» ნინო კვირკვია-„2სული“
» ბექა ადამაშვილი-„სენსი TV, როგორ გავხდეთ პოპულარული 1 კვირაში“
» მარიკა ეჯიბია- „მელოდიური ამბები“
» ლიკა ჩხიკვაძე-„გაიცანით უცნობი ფოტოგრაფები“
» თაკო ბეჟაშვილი-„მოგზაურის დღიურები“
» გვანცა ფოცხვერია-„წიგნის სახლი“
» მარიამ ყანჩაველი-„თქვენი ფსიქოლოგი“
» ნიკო ჩეჩელაშვილი-„ქართული თანამედროვე მხატვრობა”
» სოფო მაისურაძე- „უთხარი მსოფლიოს...“ 
» სესილი ჯღარკავა-„ლიტერატურული ბლოგი“
» ნინო კაიშაური-„თუ გაქვს დრო და ხარ კრეატიული“
» ქეთო საბანაძე-„A Simple Collection of my Recipes“ 
» როზა დევნოზაშვილი-„შეარჩიე, შეიძინე, მზით გაცვითე...“
» ნათია მატარაძე-„აღმოაჩინე საინტერესო კოლექციები“
» სოფო ჩადუნელი-„Listen to the Music“
» სალომე კანდელაკი-„ყველაფერი ფილმების შესახებ” 
» ნინი სანაია-„თბილისის კლუბები, სიახლეები“
» სალომე მურვანიძე-„onfacebook”
» ნინო სამნიაშვილი-„იაფი სამოსი“
» ანი კანკია-„– 18“
» თათია ბერიაშვილი-„ზაფხული 2011"