ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის პროფესორის სემინარი აბიტურიენტებისთვის და სტუდენტებისთვის

7 ნოემბერი 2023

3 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების, ინჟინერიის და კიბერუსაფრთხოების ერთობლივი

3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის, ამერიკის ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორ  რავიშანკარ რაო-მ, სემინარი  ჩაატარა.

 

სემინარზე განიხილეს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) პროგრამების ფართო სპექტრი, მათი კონცენტრაცია და კარიერული შესაძლებლობები. ასევე, პროფესორი რაო-მ მსმენელებს გაუზიარა სხვადასხვა შემთხვევები საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებიდან. მათ შორის, ინფორმაცია მანქანური სწავლების, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების საფუძველზე ჯანდაცვის მიდგომების ტრანსფორმაციული პოტენციალის შესახებ.

 

ამერიკის ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი, არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი ნიუ ჯერსის შტატში, რომელიც აკრედიტებულია ABET-ის კომპიუტერული აკრედიტაციის კომისიის (CAC) მიერ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც პირველი და ერთადერთია როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

 

პროგრამის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.