კახა შენგელიას სამუშაო ვიზიტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში (აშშ)

17 აგვისტო 2023

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნიუ-ჯერსი სითი უნივერისტეტში (აშშ). 

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ნიუ-ჯერსი სითი უნივერისტეტის ბიზნესის სკოლის და პროფესიული კვლევების კოლეჯის დეკან მარვინ უოკერთან და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. 

 

მხარეებმა განიხილეს პროგრამის სტატუსი, დაათვალიერეს ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა რითიც კიბერუსაფრთხოების პროგრამის სტუდენტები სწავლების მესამე წელს აშშ-ი ისარგებლებენ. 

 

კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში. ის აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში და რომლის კიბერ თავდაცვის პროგრამა დასახელდა აკადემიური ხელოვნების ეროვნულ ცენტრად კიბერ თავდაცვის განათლების სფეროში (CAE-CDE).

 

კიბერუსაფრთხოების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული: 

 

  • აღწერს უსაფრთხოების დიზაინის პრინციპებს და განსაზღვრავს უსაფრთხოების მექანიზმებს უსაფრთხოების საჭირო პრინციპების განსახორციელებლად
  • აანალიზებს რთულ გამოთვლილ პრობლემებს და ირჩევს მათ გადაჭრის შესაბამის ალგორითმს
  • პრაქტიკაში იყენებს პროგრამირების პრინციპებს, კომპიუტერულ სისტემებს, უახლეს მიდგომებსა და ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს
  • აფასებს ტიპიური, კომპლექსური სისტემის არქიტექტურას და ადგენს პოტენციურ რისკებს, დაუცველობებს და წერტილებს, რომლებზეც უსაფრთხოების კონკრეტული ტექნოლოგიები/მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული
  • განსაზღვრავს რომელი კრიპტოგრაფიული პროტოკოლები, ინსტრუმენტები და ტექნიკაა შესაფერისი მოცემულ სიტუაციაში
  • ამოიცნობს მავნე მოქმედებებს და თავდასხმებს სისტემაში და ირჩევს შესაბამის რეაგირების საშუალებებს
  • ახორციელებს ინციდენტებზე რეაგირების ღონისძიებებს და ეხმარება კიბერდანაშაულის გამოძიებას
  • აფასებს და სხვებს უზიარებს სფეროსთან დაკავშირებულ ღირებულებებს, ეთიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობას

 

პროგრამის კოდი აბიტურიენტების ცნობარში - 1220113

 

ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.