პროგრამის სტრუქტურა

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს ორ 60 კრედიტიან ნაწილებს (1+1). სტუდენტს აქვს უფლება გაიაროს ერთწლიანი (60 კრედიტიანი) პროგრამა, რის საფუძველზეც მიიღებს მაგისტრის დიპლომს. დამატებით მეორე 60 კრედიტიანი ნაწილის გავლის შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება კვლევის მაგისტრის ხარისხი.

 

პროგრამა სტრუქტურა:

 

I ნაწილი (სწავლის ვადა 1 წელი - მაგისტრის ხარისხი):

 

  • სავალდებულო სასწავლო კურსები - 48 ECTS კრედიტი
  • არჩევითი სასწავლო კურსები - 12 ECTS კრედიტი

 

II ნაწილი (სწავლის ვადა 1 წელი - კვლევის მაგისტრის ხარისხი):

 

  • სავალდებულო სასწავლო კურსები - 48 ECTS კრედიტი (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი)
  • არჩევითი სასწავლო კურსები - 12 ECTS კრედიტი